Job Details

ID #53961308
Estado Georgia
Ciudad Tbilisi
Tipo de trabajo Full-time
Salario USD TBD TBD
Fuente TBCBANK
Showed 2025-06-04
Fecha 2025-06-04
Fecha tope 2025-08-03
Categoría Etcétera
Crear un currículum vítae
Aplica ya

სახაზინო პროდუქტებისა და ქეშ მენეჯმენტის განყოფილების უფროსი

Georgia, Tbilisi 00000 Tbilisi USA
Aplica ya

პოზიციის ბიზნეს ამოცანა ამ პოზიციის მთავარი მიზანია სახაზინო პროდუქტებისა და ქეშ მენეჯმენტის პროდუქტების გაყიდვა და განვითარება. ასევე კორპორატიული და WM/VIP სეგმენტების კლიენტებისთვის სახაზინო პროდუქტების (FX) და ქეშ მენეჯმენტის პროდუქტების შეთავაზება და გადაწყვეტილებების ეფექტური მართვა.პოტენციურ კანდიდატს ესაჭიროება პროდუქტების მენეჯმენტის ცოდნა, სტრატეგიული დაგეგმვისა და გუნდის მართვის უნარები, ეფექტური კომუნიკაციის უნარები, გადაწყვეტილების მიღების უნარი რათა უზრუნველყოს შიდა და გარე სთეიქჰოლდერებთან მჭიდრო თანამშრომლობა, შეძლოს წარმოადგინოს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, ინოვაციური გადაწყვეტილებები. ძირითადი პასუხისმგებლობები სახაზინო პროდუქტების მიმართულებით: კორპორატიული და WM/VIP სეგმენტების კლიენტებისთვის სახაზინო პროდუქტების/სერვისების (FX) მართვა, გაყიდვა და განვითარება. სახაზინო პროდუქტები/სერვისები მოიცავს სავალუტო კონვერტაციებს, დერივატიული ოპერაციებსა და სხვა სახაზინო ოპერაციებს. პროდუქტის მენეჯერების გუნდის სუპერვიზია, პროდუქტების ბიუჯეტის შედგენა, KPI ების დადგენა და ყოველდღიური პერფორმანსის კონტროლი გუნდის მართვა პროდუქტების, ინდუსტრიების და კლიენტების ჭრილში ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავების გზით კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია/ შეხვედრები რთული ტრანზაქციების ინდივიდუალურად დასტრუქტურების მიზნით (მაგ. სავალუტო სვოპები, ფორვარდები, ოფციონები და სხვა). ბანკის შიდა სტეიკჰოლდერებეთან (კორპორატიული ბანკირები, ფინანსები, რეპორტინგი, არა-საკრედიტო პროდუქტები) ძლიერი კოორდინარცია პროდუქტების სწორი და ეფექტური მართვის მიზნით სახაზინო პროდუქტები განვითარების/გაციფრულების პროექტებში აქტიური მონაწილეობა კლიენტის გამოცდილების გასაანალიზებლად და გასაუმჯობესებლად. „კლიენტის ხმის“ როლში სტეიკჰოლდერებთან ახალ პროდუქტებზე / სერვისებზე / კლიენტის გამოცდილებაზე მუშაობა, ინტერესთა კონფლიქტების დაბალანსება. კლიენტებთან შეხვედრები ახალი ციფრული გამოცდილების გაზიარების, ცვლილების და დანერგვის მიზნით ბანკის ტოპ მენეჯმენტთან პერიოდული ანგარიშგების წარდგენა ბაზრის ანალიზისა და წილების შესახებ, განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ, სახაზინო პროდუქტების მიმართულებით  კლიენტებისთვის და ბანკის შიდა სტეიკჰოლდერებისთვის ცნობადობის ასამაღლებელი პრეზენტაციების ჩატარება ძლიერი კოორდინაცია კროსსელის მიზნით გუნდებს შორის: კონკრეტულად დეპოზიტები, ქეშ მენეჯმენტი, გადარიცხვები, სესხები და აშ. ძირითადი პასუხისმგებლობები ქეშ მენეჯმენტის მიმართულებით: კორპორატიული კლიენტებისთვის ქეშ მენეჯმენტის პროდუქტების/ გადაწყვეტილებების სტრატეგიის შემუშავება და პროდუქტის მენეჯერებისთვის (3 ქეშ მენეჯმენტის გაყიდვების მენეჯერი და 2 ტექნიკური მენეჯერი) ბიუჯეტის, ტარგეტების და KPI ების მიცემა ქეშ მენეჯმენტის პროდუქტების ბიუჯეტის შემუშავება და ყოველთვიური პროგრესის კონტროლი, ბაზრის და კლიენტების ქცევის ანალიზი პროდუქტის და პროცესების გაუმჯობესების მიზნით ტექნიკური გუნდის მენეჯმენტი და მართვა პროდუქტის და სერვისის ტექნიკური გამართულობის და გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით. სტეიკჰოლდერებთან: კორპორატიული ბანკირებთან, ფინანსებთან, საკასოსთან, საოპერაციო რისკებთან, შვილობილ კომპანიებთან და სხვა - პროდუქტებისა და პროცესების გაუჯობესების მიზნით რეგულარული შეხვედრების გამართვა და გადაწყვეტილების გზების მოძიება პროექტული მოწყობით ახალი გადაწყვეტილებებზე მუშაობა გაყიდვების და ტექნიკურ გუნდებთან ერთად - ბაზრის და კლიენტის საჭიროების გათვალისწინებით. მათ შორის კლიენტების გამოკითხვაში მონაწილეობა და ბიზნეს ქეისის შეკვრა ახალი პროდუქტის/გადაწყვეტილების დანერგვის მიზნით ბანკის ტოპ მენეჯმენტთან პერიოდული ანგარიშგების წარდგენა განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ, რიგ შემთხვევაში დასაბუთების დოკუმენტის და ბიზნეს გეგმის შედგენა და წარდგენა დაფინანსებით მოპოვების მიზნით გარე ვენდორებთან (ქართველ და უცხოელ) ეფექტური კოორდინაციით ახალ გადაწყვეტილებებზე მუშაობა და შემდგომ დანერგვა: ბიზნეს ქეისის შექმნა, ვენდორებისგან ფასდადების აღება, თავიდან ბოლომდე პროცესის გაწერა და ახალი გადაწყვეტილების გაშვება ყველა ჩართულ მხარესთან კოორდინაციის საფუძველზე პროცესების და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება შესაბამის პირებთან. ბანკის შიდა და გარე სტეიკჰოლდერებთან კომუნიკაცია ახალი პროდუქტისა და გადაწყვეტილების დანერგვის ყველა ეტაპზე 

Aplica ya Reportar trabajo