თიბისი ბანკის  ადამიანური კაპიტალის ოპერაციების და ანალიტიკის განყოფილება მართავს თანამშრომლების გამოცდილებას ბანკის მასშტაბით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო როგორიცაა: თანამშრომელთა ოპერაციები, ხელშეკრულებების მენეჯმენტი, პოლიტიკა და პროცედურების მენეჯმენტი, გარე და შიდა შესაბამისობის რისკების მართვა შრომითი ურთიერთობის სრულ ციკლში, თანამშრომელთა ანაზღაურების და ბენეფიტების მართვა, შიდა და გარე ანგარიშგება და რეპორტინგი. ამ მიმართულებაში ჩართულ თანამშრომლებს ექნებათ საშუალება განიცადონ როტაცია თემებზე და საკითხებზე, მოიცვან და მართონ რამდენიმე პროცესი და საკითხი. ბიზნეს ამოცანა მოიცავს:საერთაშორისო ადამიანური კაპიტალის ოპერაციების მენეჯმენტი;ბანკში არსებული ან/და შესამუშავებელი პოლიტიკა და პროცედურების მართვა, არსებულის განახლება, შესაბამისი კონსულტაციები როგორც შიგნით, ასევე გარე პირებთან.თანამშრომელთა შესახებ ოპერაციების შესრულება და მართვა, რაც მოიცავს, თანამშრომლის აყვანას, როტაციას, სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას და ყველა თანმდევი საჭირო პროცესის შესრულებას;თანამშრომელთა დისციპლინარული, შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვადასხვა პოლიტიკების/პროცესების შესრულებას და მართვას;ბანკში არსებული ანაზღაურების, ბენეფიტების და პოზიციების კლასიფიკაციის სისტემების მართვას, პოზიციების შეფასების პროცესის განხორციელებას;ბენეფიტების მართვა - სხვადასხვა ტიპის დაზღვევის, მხარდაჭერის პროგრამების მართვა, განახლება და ცვლილებების ინიცირება;უზრუნველყოფს წლიური თუ სხვა რეპორტების მომზადებას ინგლისურ და ქართულ ენაზე;ბანკის ძირითადი პროგრამის (payroll core system) დანერგვის პროცესში ტესტირება და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;