სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას იჯარის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისიძირითადი მოვალეობები: ახალი/ალტერნატიული საბაზო სადგურის ლოკაციის მოძიება დაგეგმარების ჯგუფთან ერთად
საიჯარო/ქირავნობის/მომსახურების ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და ხელშეკრულების გაფორმება მესაკუთრესთან (კერძო/სახელმწიფო)
მესაკუთრეების პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარების გზების მოძიება
მშენებლობის ნებართვების მიღების მიზნით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ორგანოებში წარმომადგენლობა
მოდერნიზაციის ფარგლებში აქტიური კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოება მესაკუთრესთან/მეიჯარეებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან
სპეციალური ღონისძიებებისათვის მობილური (დროებითი) სადგურების განთავსების მიზნით ლოკაციების მესაკუთრეებთან მოლაპარაკების წარმოება
სახელმწიფო სტრუქტურების/ორგანოების/კომპანიების მიერ გამოცხადებულ აუქციონებში მონაწილეობის მიღება და კომპანიის წარმომადგენლობა
არსებული და ახალი ობიექტებისათვის საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების უზრუნველყოფა კონტრაქტორი კომპანიის დახმარებით
სამონტაჟო და სამშენებლო კონტრაქტორი კომპანიებისათვის შესაბამისი დაშვების უზრუნველყოფა საბაზო სადგურის ლოკაციებზე
ყოველდღიური/ყოველთვიური/ყოველწლიური რეპორტების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება 
მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე (სასურველია გამოცდილება სატელეკომუნიკაციო სფეროში/მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში/სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიაში)
სამშენებლო რეგულაციების ცოდნა და შესაბამის იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება 
ინგლისური ენის ცოდნა
საოფისე პროგრამების ცოდნა
Napr.gov.ge/maps.napr.gov/tas.ge/msda.ge და მსგავს ვებ-პორტალებთან მუშაობის გამოცდილება
მოტივაცია და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი
ორგანიზებულობა და დისციპლინა
პრობლემების გადაჭრის უნარი და ანალიტიკური აზროვნება
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 ივნისი, 2025