სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას გარე სავაჭრო ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე აჭარა-გურიის რეგიონში.
სამუშაო ადგილი: აჭარა-გურია, ბათუმიძირითადი მოვალეობები: ახალი სავაჭრო პარტნიორებისა და ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება
არსებულ სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობა და გარე სავაჭრო ქსელში გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა
ალტერნატიული გაყიდვების არხების მოძიება და ორგანიზება
გარე სავაჭრო ობიექტების გაფორმება ბრენდთან შესაბამისობაში 
სავაჭრო ობიექტებზე გაყიდვების კონსულტანტების სწავლება და მხარდაჭერა
სავაჭრო ობიექტებზე ნაშთების კონტროლი 
შესაბამისი რეპორტების წარმოება
  
თუ შენ:
გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ სტუდენტი
სასურველია, გქონდეს გაყიდვების ან დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება
სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას, რომელიმე უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
შეგიძლია MS Office პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint) მუშაობა
სასურველია B-კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა
ხარ ორგანიზებული და შრომისმოყვარე
შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება
გაქვს ანგარიშგების  მომზადების უნარი
და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა,
გამოგვიგზავნე რეზიუმე; განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 21.02.2025